2024 | 30.09.-04.10.
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16,
0108 თბილისი
რეფერენტები – მათიას მიულერი (კელნი)
საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს ორგანიზებული სემინარი და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით
1980-იანი წლების ბოლოდან მათიას მიულერმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გერმანიის ექსპერიმენტულ კინოში, იქნებოდა ეს საკუთარი ნამუშევრებით თუ თანაავტორ კრისტოფ ჟირარდესთან თანამშრომლობით, რომელიც 1999 წლიდან იწყება. ამ ნამუშევრების საფუძველია "Found Footage“-ის კვლევა-ძიება, რომელთაგან ზოგი შემთხვევით იქნა მიკვლეული, ზოგი კი დეტალურად შესწავლილი და მოპოვებული. ამ კადრების წყაროები მრავალფეროვანია, დაწყებული ჰოლივუდის ფილმებიდან home movies-მდე, ვიდეომასალების საფონდო სააგენტოებიდან კერძო ჩატის ვიდეოჩანაწერებამდე.
ხუთდღიანი სემინარის ფარგლებში გამართულ საჯარო ჩვენებაზე მათიას მიულერი წარმოადგენს დე- და რეკონტექსტუალიზაციის თავის მხატვრულ პრაქტიკას მრავალი ფილმის მაგალითზე. სემინარის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება, ასევე, სხვა ხელოვანების ფილმები, რომლებიც ერთგვარად მისი შთაგონების წყაროდ იქცნენ.
სტუდენტების მიერ მომზადებული ექსპერიმენტული ფილმების დასკვნით პრეზენტაციაზე მიულერი თავს წარმოაჩენს როგორც მასწავლებელი, რომელიც 21 წელია მუშაობს ექსპერიმენტული ფილმების პროფესორად კელნის მედია ხელოვნების აკადემიაში.
ეს შეხვედრები იქნება მათიას მიულერის შემოქმედების პირველი პრეზენტაცია საქართველოში.
სემინარზე ნაჩვენები და განხილული იქნება შემდეგი ფილმები:
Home Stories (1990),
Vacancy (1998),
Phoenix Tapes (1999),
Manual (2002),
Kristall (2006),
Contre-jour (2009),
Meteor (2011),
personne (2016),
Misty Picture (2021),
No Animal (2022) and many others.
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია!