english

ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)

სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი

07.-09.05.2007 


გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
ზანდუკელის 16
0108 თბილისი


რეფერენტები – დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
ორგანიზატორი – სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)


ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მედიის მეცნიერების ინსტიტუტსა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილებასთან თანამშრომლობით

2007 წელს სრულდება ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსისა და კულტურის მკვლევრის, ვალტერ ბენიამინის, დაბადებიდან 115 წელი. ვალტერ ბენიამინი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანულენოვანი თეორეტიკოსი და მოაზროვნეა. 1960-იან წლებში მისმა შრომებმა ხელახალი აქტუალობა შეიძინა და მას შემდეგ დღემდე ამოუწურავ წყაროდ რჩება ისეთ სფეროთათვის, როგორიცაა კრიტიკული კულტურის თეორია, მედიის თეორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ისტორიის ფილოსოფია და სხვა. »ფრანკფურტის სკოლასთან« აქტიურ კონტაქტში მყოფ ამ დიაგნოსტიკოსსა და კრიტიკული თეორიის ავტორს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობენ.

სემინარის მონაწილეებს უსასყიდლოდ დაურიგდათ ვალტერ ბენიამინის ორი ცენტრალური ნაშრომის პირველი ქართული თარგმანის გამოცემა – »ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ«.

თარიღი
დასახელება | პირი
აღწერა
2024, 30.09.-04.10.
მათიას მიულერი – REVISITATIONS. გერმანული თანამედროვე ექსპერიმენტული ფილმი | მათიას მიულერი (კელნი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2023, 23.-25.10.
მარგინალური კინო | კარინა კარაევა (პარიზი)
კინოსემინარი საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, თბილისი
2022, 07.-10.11.
მონტაჟის შესაძლებლობები – როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები? | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
კინოსემინარი გოეთეს ინსტიტუტში და ფრონტ-ლაინ კლუბში, თბილისი
2021, 05.10.
»ედითინგი და მონტაჟი – ეროსსა და თანატოსს შორის« | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ონლაინ მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის
2019, 24. + 25.11.
ქართული კინოავანგარდი – უცნობი კონტინენტი | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაცია და კოტე მიქაბერიძის ფილმების არასრული რეტროსპექტივა კინო »მეტროპოლისში«, ჰამბურგი
2019, 06.04.
კონსტანტინე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
მოხსენება ცენტრ პომპიდუში, პარიზი
2018, 10.10.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი), თომას ტოდე (ჰამბურგი)
წიგნის პრეზენტაციები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და გერმანიის კინომუზეუმში, მაინის ფრანკფურტი
2018, 04.10.
ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის »კაპიტალი« | ელენა ვოგმანი (ბერლინი)
მოხსენება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისი
2017, 06.-20.11.
კოტე მიქაბერიძე | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ არქივში, თბილისი
2015, 05.-07.10.
კინოავანგარდი | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი ტუმო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ერევანი
2015, 28.09.-02.10.
პოლიტიკური ესეი ფილმი. ინოვაციური თხრობის აქტუალური კინოფორმები საფრანგეთსა და გერმანიაში | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 30.09.-04.10.
კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი საბჭოთა და გერმანულ კინოავანგარდს შორის | თომას ტოდე (ჰამბურგი)
სემინარი გოეთეს ინსტიტუტიში საქართველო, თბილისი
2013, 08.10.
გერმანე გოგიტიძე »ქართული კინოს წარსულიდან« | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი), ნინო ძანძავა (თბილისი)
წიგნის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თბილისი
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«? | სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
აქცია საქართველოს მაშტაბით
2008, 14.05.
რეზო კვესელავა »მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე« | რეზო კვესელავა (თბილისი), სოსო დუმბაძე (თბილისი / კელნი)
წიგნის პრეზენტაცია კაფეში » მულენ ელექტირკი«, თბილისი
2007, 07.-09.05.
ვალტერ ბენიამინის აზროვნება და მისი აქტუალობა. მედია – კულტურა – საზოგადოება | დევი დუმბაძე (ნიუ-იორკი), თენგიზ ირემაძე (თბილისი), ქრისტოფ ჰესე (ბერლინი)
სემინარ-ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი
2006, 18.-21.09., 29.09.
კინომონტაჟის ასპექტები | ჰანს ბელერი (ლუდვიგსბურგი)
ვორკშოპი გოეთეს ინსტიტუტში საქართველო, თბილისი