english

კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)

გამოცემა წარმოადგენს პირველ სრულ მონოგრაფიას ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, დუბლაჟის რეჟისორისა და მხატვრის – კოტე მიქაბერიძის (1896-1973) შესახებ.

ქართული კინოავანგარდის ცენტრალური ფილმის »ჩემი ბებია« (1929) რეჟისორს განსხვავებული სტილის, ფორმისა და ესთეტიკის კიდევ შვიდი სხვა კინოსურათი ეკუთვნის. ამასთანავე, მას მრავალი განუხორციელებელი პროექტი დარჩა.

თავში »რეპრესია 1957-1959« წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი კოტე მიქაბერიძის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი, დაჭერისა და გასამართლების ამსახველი დოკუმენტაცია.

წიგნის შემდგენელ-გამომცემლებმა, ნინო ძანძავამ და სოსო დუმბაძემ ოთხწლიანი კვლევის შედეგად დაამუშავეს 14 სხვადასხვა არქივის 7.000-მდე საარქივო ფურცელი.

გამოცემაში დაბეჭდილია 76 საარქივო დოკუმენტი და 300-ზე მერი სხვადასხვა სახის შავ-თეთრი და ფერადი რეპროდუქცია: ფოტოსურათები, კადრები კინოფილმებიდან, შარჟები, ნახატები და სხვა.

გამომცემელი: სოსო დუმბაძე, ნინო ძანძავა

თარგმანი: თამარ ბაკურაძე, ლევან ლომსაძე, გეორგ ფელიქს ჰარშ

რედაქტორი: მოლი კორზო, პამელა რენერი, ინგე სნიპ

კორექტურა: მიშელ გავინი, გაბრიელე მაკპაულ-გლარიერ

ენა: ინგლისური

მოცულობა: 506 გვერდი

ყდა: რბილი

ფორმატი: A5

ზომები: 17 x 3,4 x 20 სმ

წონა: 0.88 კგ

გამოცემის წელი: 2018

ISBN: 9789941804274

წელი
სათაური
ავტორი
2023
ქართული როგორც მეორე ენა. სახელმძღვანელო
რუსუდან ასათიანი
2022
»სვანეთი« და სხვა ნარკვევები საქართველოზე
სერგეი ტრეტიაკოვი
2020
ფილმი და ტექსტი
დავიდ ვიტენბერგი
2019
ესთეტიკური თეორია
თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო
2018
კოტე მიქაბერიძე (ინგლისურენოვანი)
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2017
სარეჟისორო სემინარების სტენოგრამები 1933-1935
სერგეი ეიზენშტეინი
2017
კოტე მიქაბერიძე
სოსო დუმბაძე
ნინო ძანძავა
2016
ლუთერული წერილები
პიერ პაოლო პაზოლინი
2015
პოლიტიკური ესეი ფილმი
კრის მარკერი
თომას ტოდე
ჰარუნ ფაროკი
2015
იდეოლოგია და არარეგლამენტირებული გამოცდილება
დევი დუმბაძე
2013
ქართული კინოს წარსულიდან
გერმანე გოგიტიძე
2013
ინტელექტუალური მონტაჟი
სერგეი ეიზენშტეინი
2013
ადამიანი კინოაპარატით
ძიგა ვერტოვი
2012
განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები
თეოდორ ვიზენგრუნდ ადორნო
მაქს ჰორკჰაიმერი
2010
ქარის მხარდამხარ
აბას ქიაროსთამი
2008
კაგდატა ინ ჯორჯია
აკა მორჩილაძე
2008
მოგონებები ქართველ კინემატოგრაფისტებზე
რეზო კვესელავა
2008
რჩევები და ხერხები – როგორ ვმართოთ »შეშლილ-ობა«?
ფსიქიატრიასთან გამოცდილების მქონე პირთა გერმანული ასოციაცია
2007
ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში | ისტორიის ცნების შესახებ
ვალტერ ბენიამინი
2006
კინომონტაჟის ასპექტები
ჰანს ბელერი